სიახლე 

ფოთის სახელოვნებო სასწავლებელში მოსწავლეთა მიღება დაიწყო 01 09 21

ფოთის სახელოვნებო სასწავლებელში 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მოსწავლეების მიღება დაიწყო. სასწავლებელში კერამიკა, ხის მხატვრული დამუშავება, მხატვრული ქსოვა და ტანსაცმლის მხატვრული დამუშავება ისწავლება, რასაც მიმდინარე სასწავლო წელს ახალი ფაკულტეტი – ლითონის მხატვრული დამუშავება-ტიხრული მინანქარი დაემატა. „კოვიდპანდემიიდან გამომდინარე არის აბსოლიტურად ყველა პირობა, რომ მოსწავლეები მივიღოთ“ – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში სამსატვრო სასწავლებლის დირექტორმა, მაია კორკელიამ. შეგახსენებთ, რომ 1 სექტემბრიდან სახელოვნებო სასწავლებელში მოსწავლეების მიღება დაიწყო.

მსგავსი სტატიები