ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ფოთში დაწესებულ რეგულაციებს ეხმაურება 07 09 21
უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.
აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით, სამაუწყებლო კომპანია ,,მეცხრე ტალღა”-ს ,,ლეიბორისტული პარტია”-ის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ მამუკა ხორავამ მიმართა, როგორც ის აღნიშნავს ფოთის მოსახლეობაზე მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვამ უარყოფითად იმოქმედა,ვინაიდან ყველას არ აქვს საშუალება საკუთარი მანქანით ან ტაქსით გადაადგილდეს.
ის შესაბამის სამსახურებს რეაგირებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ფოთში მუნიციპალური ტრანსპორტი,კოვიდ რეგულაციების ყველა ნორმას აკმაყოფილებს და მისი შეზღუდვა მხოლოდ დამატებიტი პრობლემის შექმნის წინაპირობაა.
ცნობისთვის, თავდაპირველად ტრანსპორტის მუშაობა 4 სექტემბრამდე იყო შეზღუდული,თუმცა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით რეგულაცია 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.