სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 08 09 21

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 571 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 668 პაციენტი.

ამ ეტაპზე საქართველოში 1 512 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 380 პირი იმყოფება.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით ვაქცინაციის საბჭო გაიმართა. მხარეებმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, ვაქცინაციაში არსებულ საჭიროებებზე, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. განიხილეს ბავშვთა იმუნიზაციის პროცესი, ქვეყანაში „სინოფარმის“ დამატებითი დოზების შემოსვლის საკითხი და ის წამახალისებელი ღონისძიებები, რომლებიც ვაქცინაციის ხელშეწყობისთვისაა მნიშვნელოვანი.

საქართველო წითელი ჯვრისგან საჩუქრად 100 ათას დოზა „სინოფარმს“ მიიღებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კორონავირუსის ე.წ. მიუ შტამს ვაკვირდებით, მასზე ჯერ მსოფლიოშიც არ არის ინფორმაცია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ალბათ, უმოკლეს დროში მივიღებთ გადაწყვეტილებას 12 წლის ზემოთ მოზარდების ვაქცინაციაზე და ეს დაშვებული იქნება, მაგრამ მანამდეც შეუძლიათ მოგვმართონ ქრონიკული, რისკჯგუფის მქონე პაციენტებმა, – ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ბავშვებისთვის, რომლებსაც არანაირი პათოლოგია არ აქვთ, ვაქცინაცია არ არის აუცილებელი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ კორონავირუსი არ გაქრება და სავარაუდოდ, საზოგადოებაში გრიპის მსგავსად გავრცელდება.

„ვფიქრობ, რომ ეს ვირუსი ჩვენთან დარჩება და ის გრიპის პანდემიური ვირუსების მსგავსად განვითარდება. იგი ვირუსის ერთ-ერთ სახეობად ჩამოყალიბდება, რომელიც ჩვენზე გავლენას ახდენს“, – აღნიშნა მაიკ რაიანმა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2571 ახალი შემთხვევიდან:სამეგრელო – ზემო სვანეთი – 204  შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ფოთში კოვიდ 19-ის 23 შემთხვევა დაფიქსირდა, ფოთში კოვიდ ჰოსპიტალში იმყოფება – 39 პაციენტი,ხოლო ფოთის კლინიკა ბომონდში  45 კოვიდ პაციენტი,

მსგავსი სტატიები