სიახლე 

იძულებით გადაადგილებულ პირებს გრანტები გადაეცემათ 08 09 21

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ,განსახლებულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის, სურსათის წარმოებისა და გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით,გრანტებს გადასცემს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დევნილთა განყოფილების უფროსს ირაკლი ლეჟავას ვესაუბრეთ

პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 100 იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდება სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს, ხელის ტრაქტორებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიან კულტურებს, სასოფლო-სამეურნეო, სურსათის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს.

პროგრამის მთავარ მიზანს, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი დევნილებისა და ეკომიგრანტების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.

მსგავსი სტატიები