სიახლე 

პარტია „გირჩის“ პროპორციული სიის პირველი ნომერი ფოთში ნატალია ჭყონია იქნება 09 08 21

პოლიტიკური პარტია „გირჩი“  2021 წლის 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე  ,,36’’ ნომრით იყრის კენჭს.

ის ფოთში პროპორციული სიით წარსდგება, რომლის პირველი ნომერიც ნატალია ჭყონია იქნება.

 „გირჩი არის პარტია, რომელიც ორიენტირებულია ყოველგვარი ბიუროკრატიული მექანიზმების მაქსიმალურად გამარტივებაზე“ – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში გირჩის სიის  პირველმა ნომერმა  ფოთში, ნატალია ჭყონიამ.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტია „გირჩი“ ფოთში პროპორციული სიით წარსდგება და  მას მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატები არ ეყოლება.

მსგავსი სტატიები