პარტია „გირჩის“ პროპორციული სიის პირველი ნომერი ფოთში ნატალია ჭყონია იქნება 09 08 21
პოლიტიკური პარტია „გირჩი“ 2021 წლის 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ,,36’’ ნომრით იყრის კენჭს.
ის ფოთში პროპორციული სიით წარსდგება, რომლის პირველი ნომერიც ნატალია ჭყონია იქნება.
„გირჩი არის პარტია, რომელიც ორიენტირებულია ყოველგვარი ბიუროკრატიული მექანიზმების მაქსიმალურად გამარტივებაზე“ – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში გირჩის სიის პირველმა ნომერმა ფოთში, ნატალია ჭყონიამ.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტია „გირჩი“ ფოთში პროპორციული სიით წარსდგება და მას მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატები არ ეყოლება.