სიახლე 

ბექა ვაჭარაძე,გუნდთან ერთად შეხვედრებს განაგრძობს 21 09 21

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო’’-ს ფოთის მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე გუნდთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

ბექა ვაჭარაძე მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად ადგილობრივებს გუნდის ხედვებსა დ პრიორიტებს აცნობს. „ჩემთვის მნიშვნელოვანია მათი ნდობა, თანადგომა და მხარდაჭერა, რომელსაც ყოველი შეხვედრის დროს ვგრძნობ. ჩვენი საზრუნავი საერთო საქმეა – მუნიციპალიტეტის განვითარება და წარმატება. ჩემთვის  და ჩემი გუნდისთვის მნიშვნელოვანია საბინაო პრობლემების მოგვარება – დაზიანებული სახურავების აღდგენა, ფასადების, სადარბაზოების რეაბილიტაცია და ეზოების კეთილმოწყობა, რომელსაც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განვახორციელებთ. ჩვენ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ჩვენს ქალაქს მეტი კეთილდღეობა მოვუტანოთ”- განაცხადა მერობის კანდიდატმა.

შეგახსენებთ,რომ 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება,რომელშიც ,,ქართული ოცნება’’ საარჩევნო ნომრით ,,41’’-ით იქნება წარმოდგენილი.

მსგავსი სტატიები