სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 04 10 21

გარემოს ეროვნულ სააგენტოს მონაცემებით 3 ოქტომბერს დღის ბოლოდან 7 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ნისლი, ქარის გაძლიერება, 4 ოქტომბერს ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალთიან ზონაში ზოგან შესაძლებელია თოვლი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს. 5 ოქტომბერს ფოთში დღისით და ღამით მოღრუბულობაა მოსალოდნელი. უნალექოდ. დროგამოშვებით წვიმას უნდა ველოდოთ ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი, ღამით კი+13, +15 გრადუსი იქნება. 6 ოქტომბერს ფოთში ძირითადად მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი . ღამით ცვალებად მოღრუბლულობას უნდა ველოდოთ ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 +17 გრადუსი, ღამით +11, +13 გრადუსი იქნება.

მსგავსი სტატიები