დღეს ფოთის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი კლასებში განახლდა 04 10 21

დღეიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია, რაც ვირუსის თავიდან აცილებასა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ. ფოთის საგანმანათლებლო რესურსს-ცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას განცხადებით ფოთის 11ს აჯარო და 3 კერძო სკოლაში სწავლა დასწრებითი ფორმით რეგულაციების სრული დაცვით განახლდა. აღსანიშნავია რომ დღეს სწავლა 565-მა  პირველკლასელმა სკოლის კედლებში დაიწყო. .

მსგავსი სტატიები