სიახლე 

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი” მეწარმეობის მხარდასაჭერად პროგრამას ახორციელებს 04 10 21

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი,” ადგილობრივი მეწარმეობის მხარდასაჭერად, მცირე ბიზნესის წახალისებისა და ხელშეწყობის პროგრამას “ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის“ ახორციელებს. პროგრამა, რომელიც ფოთის მოსახლეობას არაერთ პირდაპირ თუ არაპირდაპირ სარგებელს მოუტანს, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ექსპორტის განვითარების ასოციაციისა (EDA) და მისი ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის, რეგიონალური განვითარების ასოციაციის (RDA) მიერ განხორციელდება. APMTerminals4Poti-ის ფარგლებში, მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ კონკურსის წესით მოიპოვონ მიზნობრივი დაფინანსება და ამასთანავე, გაიუმჯობესონ მეწარმეობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები ტრენინგების მეშვეობით, რომელსაც პროგრამის ფარგლებში გაივლიან. 30 სექტემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა კონკურსის მეორე რაუნდის მონაწილეებისთვის ბიზნესის უნარების განვითარების ტრენინგები, რომელიც ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარეობს. ტრენინგზე მონაწილეებმა ბიზნეს გეგმის მომზადებისა და მცირე ბიზნესთან დაკავშირებული სხვა ფინანსური და საგადასახადო საკითხების შესახებაც მიიღეს ინფორმაცია. აღსანიშნავია,რომ პროგრამით გათვალისწინებულია 80-ზე მეტი მცირე ბიზნეს პროექტის დაფინანსება, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად, ფოთის მოსახლეობას გაუმარტივებს წვდომას სასურველ პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე. ცნობილია რომ პირველი რაუნდის გამარჯვებული ბენეფიციარების დიდი ნაწილი უკვე დაფინანსებულია.

მსგავსი სტატიები