ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა დაიწყო 07 10 21
ფოთის საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვის პროცესი დაიწყო.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ №70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ,სალომე როდონაიას ვესაუბრეთ, მისი განცხადებით სულ 52 საჩივარია შემოსული, მათგან ორთან დაკავშირებით, საოლქო კომისიამ რეაგირება მოახდინა.
საჩივრების განხილვა ეტაპობრივად გაგრძელდება და საოლქო კომისია შესაბამის გადაწყვეტილებებსს მიიღებს.
] შეგახსენებთ, რომ ფოთში 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე პროპორციულ არჩევნებში ბარიერი მხოლოდ სამმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ფოთის საკრებულოში მოხვდნენ: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 31.41% “გახარია საქართველოსთვის” – 13.2% “ქართული ოცნება” – 41.79% აღსანიშნავია რომ სულ ფოთის საკრებულო 35 წევრით უნდა დაკომპლექტდეს, საიდანაც 28 პროპორციული და 7 მაჟორიტარული წესით იქნებიან არჩეულები.