სიახლე 

საქართველოში 12-15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია იწყება 07 10 21

საქართველოში 12-15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია იწყება.

შესაბამისი გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ მიიღო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, ამ ეტაპზე, 12-15 წლის მოზარდების კატეგორიაში აცრის გადაწყვეტილება ინდივიდუალურ საფუძველზე მიიღება, როგორც გაბუნიამ  განმარტა, საბჭომ მხარი  ბუსტერ დოზის გაკეთებას 50 წლის ზემოთ ადამიანებში დაუჭირა , ასევე ნებისმიერი ასაკის იმ ადამიანის შემთხვევაში, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადება და მაღალი რისკის მქონე პროფესიის ადამიანებში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ეპიდემიოლოგ ნინო ჭანტურიას ვესაუბრეთ,მისი განცხადებით  კოვიდ 19-თან ბრძოლაში ვაქცინაციაა  გადამწყვეტი.

მსგავსი სტატიები