ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 07 10 21
საქართველოში კორონავირუსის 2 228 ადამიანს დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით,ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 28 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.50 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებს, ქრონიკული დაავადების მქონე პირებსა და მაღალი რისკის მქონე პროფესიის ადამიანებს აცრიდან 6 თვის შემდეგ ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება ნებისმიერი ვაქცინით შეეძლებათ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.გარდა ამისა, მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთის მქონე პირებს, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, მეორე აცრა განსხვავებული ვაქცინით ჩაიტარონ, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მოქალაქეები, რომლებსაც მოგზაურობა სხვადასხვა მიზნით ხშირად უწევთ, ევროკავშირში ან აშშ-ში ავტორიზებული ვაქცინის გაკეთებას შეძლებენ.ბოლო სამი დღეა, შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია. ძალიან გთხოვთ, ამას ხაზი გაუსვათ.ეს ძალიან ყურადღებამისაქცევი ფაქტია, რომ ისევ ნელ-ნელა გვეწყება ახალი შემთხვევების ზრდა,ამ პროცესს შეაჩერებს მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია.განაცხადა ამირან გამყრელიძემ.კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში 14 საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა.-იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფი თვლის, რომ თუ ქვეყანამ მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ვერ მიაღწია 20 ათას აცრილს ერთი დღის განმავლობაში, მაშინ პრიორიტეტულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაციის რეკომენდაციის განხილვ აუცილებელი გახდება. ამის შესახებ ივანე ჩხაიძემ განაცხადა. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დღეისთვის ეს საკითხი არ განხილულა და სავალდებულო ვაქცინაცია გარკვეულ ჯგუფებში სარეზერვო გეგმაა.რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით სიკვდილიანობის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ით 929 ადამიანი გარდაიცვალა. ეს პირველი შემთხვევაა პანდემიის დაწყებიდან, როდესაც ქვეყანაში დღე-ღამეში ვირუსს 900-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.ლიეტუვის მთავრობა ინიციატივით გამოდის, 75 წელს ზემოთ პირებს ვაქცინაციისთვის 100 ევრო გადაუხადონ, რათა აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზარდოსსაფრანგეთის მარეგულირებელმა ჯანდაცვის მუშაკებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის გამოყენებას რეკომენდაცია გაუწია.გასული 24 საათის განმავლობაში ფოთში კოვიდ-19 ის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ფოთის ევექსის კლინიკაში 20 კოვიდ პაციენტია ცენტრალურ საავადმყოფო ბომონდში 29