სიახლე 

ფოთის საკრებულოს ახალი შემადგენლობა სამი პარტიით იქნება წარმოდგენილი 06 10 21

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ფოთის საკრებულოს ახალი შემადგენლობა სამი პარტიით იქნება წარმოდგენილი. 35 მანდატიდან 20 ,,ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” – 11, პარტიამ “საქართველოსთვის” – 4. „ქართული ოცნება”: ალექსანდრე ტყებუჩავა, ნიკა კორშია, გვანცა გვაძაბია, ბექა მორჩილაძე, ზაალ კვინჩია, მაია დოლბაია, დავით ესებუა, შალვა სარდალიშვილი, ნანა ვეკუა, ირაკლი კიკალეიშვილი, თორნიკე ხარჩილავა, ნანა საბულუა, თემური დუნდუა, ბაქარ ერაგია, უჩა დოლიძე, თორნიკე კირთაძე, ოლეგ ნაჭყებია, ნიკა იზორია, სანდრო ქუშაშვილი, მალხაზ ფოჩხუა. „ნაციონალური მოძრაობა”: დარეჯან ცხვიტარია, დათო ხომერიკი, პაატა ჩაგანავა, ანა ჯოჯუა, მიხეილ ფირცხალავა, დავით ბასილაია, არჩილ ხულორდავა, მარიამ უჩანეიშვილი, ირაკლი ლაბარტყავა, ჟანა ჩაჩავა, ლაშა რუხაია. „საქართველოსთვის”: გიგლა თურქია, თამარ კაჭარავა, მამუკა გვასალია, თამარ თოფურია. ფოთში პროპორციულ არჩევნებში ბარიერი მხოლოდ სამმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ფოთის საკრებულოში მოხვდნენ: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 31.41% “გახარია საქართველოსთვის” – 13.2% “ქართული ოცნება” – 41.79% რაც შეეხება მაჟორიტარული არჩევნების შედეგებს, აქ 6 მაჟორიტარული ოლქი “ქართული ოცნების” კანდიდატებმა მოიგეს და მხოლოდ ერთ ოლქში შეძლო ოპოზიციური პარტიის – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გამარჯვება, თუმცა, ფოთის მე-6 მაჟორიტარულ ოლქში “ოცნების” კანდიდატს მხოლოდ 40.89% აქვს და, თუ ის 40%-ს ჩამოცდება, ამ ოლქში მეორე ტური გაიმართება.

მსგავსი სტატიები