სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 19 10 21

საქართველოში კოვიდინფიცირების 5 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,გამოჯანმრთელდა 2 082 პაციენტი.,კიდევ 36 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.ეპიდემიოლოგების განცხადებით, ქვეყანაში ეპიდაფეთქების მეხუთე ტალღა უკვე დაწყებულია. ისინი ნოემბრის თვეში მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებასაც აანონსებენ, მიზეზად კი, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის ვარდნას ასახელებენ.ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტის დევი ტაბიძის განცხადებით, ქვეყანაში იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ ეპიდვითარების შეფასებას არ აქვს აზრი.”ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ამ მომენტში შეფასებასაც უკვე აზრი არ აქვს იმდენად მძიმე მდგომარეობაა ისეთი მასობრივი შეხვედრების შემდეგ, როგორიც თბილისში ტარდება და ა.შ. ეს აუცილებლად თავის შედეგს გამოიღებს.- აცხადებს დევი ტაბიძე.მედიკოსების განცხადებით, აუცილებელია მოსახლეობა სასწრაფოდ ჩაერთოს იმუნიზაციის პროცესში, პარალელურად დაიცვან არსებული რეკომენდაციები, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალისტები კოვიდ სტატისტიკის მკვეთრ ზრდას და მის თანმხლებ სირთულეებს აანონსებენ.„მომართვიანობა სხვა ინფექციების გამო გაიზარდა, რადგანაც სეზონური ვირუსები დაიწყო და „ტვინდემია“ ნამდვილად სახეზეა, დაწყებულია მეხუთე ტალღა, რადგან შემთხვევების რაოდენობა კატასტროფულად მომატებულია. ვფიქრობ, მეხუთე ტალღა უფრო მძიმე იქნება“, ამის შესახებ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.”დელტა” შტამთან გასამკლავებლად სახელმწიფოები რეგულაციების გამკაცრებას აგრძელებენ, მათ შორისაა ლატვია, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შეთხვევების მატების გამო, 21 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე ლოქდაუნი ამოქმედდება და კომენდანტის საათი დაწესდება.ბრიტანეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ექსპერტები მომავალ თვეებში დამაიმედებელ პროგნოზს არ იძლევიან. ბოლო 1 კვირის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევები 15%-ით, ხოლო გარდაცვალების სტატისტიკა 8.5%-ით გაიზარდა.ინფიცირებისა და გარდაცვალების მაღალი დღიური მაჩვენებელი შენარჩუნებულია თურქეთსა და რუსეთში.„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 739 ახალი შემთხვევიდან: სამეგრელო – ზემო სვანეთი – 412 შემთხვევა დაფიქსირდა. ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ფოთის ევექსის კოვიდკლინიკაში 40 პაციენტი მკურნალობს, ხოლო ფოთის ცენტრალურ საავადმყოფო ბომონდში 48.

მსგავსი სტატიები