დღეს სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო 04 11 21

დღეს 2021-2022 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. როგორც შეფასებისა და გამოცდებსი ეროვნულ ცენტრის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი,ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 4 ნოემბრის 10:00 საათიდან დაიწყება და 26 ნოემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ფოთის საგანმანათლებლო რესურს- ცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას თქმით , ოლიმპიადის პირველ ტურს სკოლა ატარებს და შესაბამისად, რეგისტრაციისთვის მოსწავლეებმა სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ. სკოლებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ ის მოსწავლეები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ მონაწილეობა მიიღონ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში თითოეულ საგანში/საგნებში განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისად.ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება. ასევე, იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით გაემგზავრებიან

მსგავსი სტატიები