ფოთის მუნიციპალიტეტის მერია „EU4Culture “ კონკურსის გამარჯვებულია 04 11 21

ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ,კონკურსის- „EU4Culture გამარჯვებულია და ევროკავშირისგან 30 000 ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს. კონკურსი 2021 წლის მაისში გამოცხადდა ,რომელიც ქალაქის კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას ითვალისწინებს, მისი მიზანია, მხარი დაუჭიროს ქალაქებს კულტურის განვითარების იმ სტრატეგიების მომზადებაში, რომლებიც ევროპული კულტურული დედაქალაქების მიდგომებს შეესაბამება.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ძეგლთადაცვის განყოფილების უფროსის ირმა გუგუშვილს განცხადებით, აღნიშნული გრანტის მოპოვება ფოთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და საამაყოა. კონკურსში მონაწილეობა70-მა ქალაქმა მიიღო, აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყნიდან: აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. სააპლიკაციო განცხადებების შეფასების შემდეგ, ჟიურიმ თითოეული ქვეყნიდან შერჩეული 5 ქალაქი გამოავლინა. საქართველოდან კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 11-მა ქალაქმა, მათგან კი კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ: ახალციხე, ზუგდიდი, თელავი, ფოთი და ქუთაისი .შეგახსენებთ რომ საგრანტო კონკურსში საქართველოდან ჯამში 11 ქალაქი იღებდა მონაწილეობას, გამარჯვებული სამი ქალაქი ქალაქიდან ერთ-ერთი ფოთია.

მსგავსი სტატიები