სიახლე 

ფოთში ,,მწვანე პასპორტის” წინააღმდეგ აქცია გამართა 12.06.2021

ფოთში კოვიდპასპორტების საწინააღმდეგო აქცია სახელწოდებით ,,არა კოვიდტერორს,, გაიმართა.აღსანისნავია,რომ აღნიშნული აქცია ფოთში უკვე მესამედ იმართება. მონაწილეების თქმით, მწვანე პასპორტი უნდა გაუქმდეს და ადამიანებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება უნდა მიეცეთ. აქციის ორგანიზატორის დავით სვანიძის განცხადებით ,,მწვანე პასპორტი” ადამიანების სეგრეგაციასა და დაყოფას უწყობს ხელს, რის გამოც სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გააუქმოს აღნიშნული. შეგახსენებთ,რომ ქვეყანაში პირველი დეკემბრიდან ,,მწვანე პასპორტი” შევიდა ძალაში,რაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გარკვეულ შეზღუდვებს გულისხმობს: კერძოდ , მწვანე სტატუსი””-ს არ მქონე პირები ვერ ისარგებლებენ სარესტორნო მომსახურებით,კინოთეატრებით,თეატრებით,კაფე-ბარებით,ფიტნეს და გასართობი ცენტრების მომსახურეობით

მსგავსი სტატიები