სამეგრელოში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა გაზრდილია 12.06.2021
მასობრივი იმუნიზაციის ცენტრის განცხადებით: 1 დეკემბრიდან მწვანე პასპორტის შემოღების შემდეგ სამეგრელოს რეგიონში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა 30 პროცენტით გაიზარდა. როგორც ისინი აცხადებენ, მთავრობის მიერ ვაქცინაციის პროცესის წასახალისებლად გადადგმულმა ნაბიჯებმა, მათ შორის პენსიონერთა 200 ლარიანი ფინანსური წახალისების ინიციატივის შემდეგ იმუნიზაციის მსურველთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა. აღსანიშნავია,რომ ცენტრში კოვიდ ვაქცინებთან ერთად გრიპის ვაქცინით იმუნიზაციაც არის შესაძლებელი. აღსანისნავია,რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას ვაქცინაციის მოძრავი პუნქტით ემსახურება, რომლის განრიგიც სოფლის მოსახლოებისთვის წინასწარ ხდება ცნობილი.