ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას სასამართლომ რვა წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 27 12 21
ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას სასამართლომ რვა წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ მიიღო. პატიმრობა მიესაჯათ მერიის ყოფილ თანამდებობის პირებს. ლევან ჩოჩიასა და ზურაბ ყურუას 7-7 ხოლო ნიკოლოზ გრიგოლიას 2 წლით. ამასთან ზურაბ ჯამბურიასა და თემურ ლატარიას, თანხის გადახდა დაეკისრათ . ხსენებულ პირებს ბრალად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება