სიახლე 

მეგრული ენის დაცვის მოთხოვნით აქცია გაიმართა ზუგდიდში 06 01 22

ზუგდიდში, დადიანების ეზოში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციისთვის მოქალაქეები სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, მათ შორის წალენჯიხიდან, ჩხოროწყუდან და ფოთიდან ჩამოვიდნენ. შეკრების ორგანიზატორის, ირაკლი ბუკიას განცხადებით ისინი ანტისახელმწიფოებრივს არაფერს ითხოვენ და აქციების რუსეთთან დაკავშირებაც არასწორია. მისი თქმით, მეგრულ ენას რომ გადაარჩენს, ის “ვაქცინა” თბილისშია და ითხოვენ, რომ მისცენ. ეს ვაქცინაა – ტელევიზია, დაწყებით კლასებში მეგრული ენის შემოღება, კვირაში 2-3 საათით მაინც და მეგრულენოვანი პრესა.

მსგავსი სტატიები