სიახლე 

სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა 18 01 22

17 იანვარს მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. ფოთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსის, გოჩა ქორქის განცხადებით : ფოთის ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეგულაციების სრული დაცვით დაიწყო და სულ 900-მდე მოსწავლემ, სწავლა ონლაინ რეჟიმში განაახლა. ქორქიას განცხადებით: იმ შემთხვევაში თუ ეპიდ ვითარება დამძიმდება ჯანდაცვის ცენტრთან ერთად, განათლების წარმომადგენლები შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ,ამ ეტაპზე კი კოვიდ პანდემიის გამო სწავლის შეჩერების საკითხი არ განიხილება. აღსანიშნავია რომ მშობლებს კვლავ აქვთ არჩევანის შესაძლებლობა, დისტანციურსა და დასწრებით სწავლების ფორმატს შორის, ხოლო რისკჯგუფის წარმომადგენელ მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ.

მსგავსი სტატიები