ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა უპრეცედენტოდ გაიზარდა 18 01 22
კოვიდის 7 521 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში – ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა უპრეცედენტოდ გაიზარდა.ეპიდემიოლოგები პროგნოზირებენ, რომ “ომიკრონის” გავრცელებიდან გამომდინარე დაინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში აქამდე არსებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს გადააჭარბებს.სიტუაციიდან გამოსავალს ექიმები ვაქცინაციის გააქტიურებასა და რეკომენდაციების მაქსიმალურ დაცვაში ხედავენ.ეპიდემიოლოგ ნინო ჭანტურიას განცხადებით, ,,ომიკრონი’’-ით ინფიცირების შემთხვები განსაკუთრებით ბავშვებში ხდება,ამიტომ უპირობა გზა ვაქცინაცია და რეგულაციების მკაცრი დაცვაა. შეგახსენებთ, კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 1 006 864 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 934 667 ვირუსს ემსხვერპლა 14 512 ადამიანი.