სიახლე 

საქართველოში კარანტინის და იზოლაციების წესები შეიცვალა 21 01 22

17 იანვრიდან, იზოლაციის და კარანტინის ვადები ვაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის შეიცვალა. ასიმპტომური და მსუბუქი პაციენტებისთვის: კარანტინის ვადა 8 დღით განისაზღვრა;სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს 24 საათი; საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის:კარანტინის ვადა 10 დღით განისაზღვრა, სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესებული დინამიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში. აღსანიშნავია რომ იზოლაციის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, პაციენტის ჯანმთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ოჯახის ექიმი მიიღებს. კარანტინის ვადები მცირდება COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტირებული პირებისთვისაც. არ ექვემდებარება იზოლაციას, თუმცა, ეძლევა ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მაღალი რისკის კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში. ბუსტერდოზით ვაქცინაციის შემთხვევაში;ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 14 − 90 დღის განმავლობაში;კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში.

მსგავსი სტატიები