სიახლე 

ფოთის თიზ-ში 2022 წელს 3 ახალი საწარმოს გახსნა იგეგმება 08 02 22

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში,  2022 წელს 3 ახალი საწარმოს  გახსნა იგეგმება.

ერთ-ერთი მასშტაბური საწარმოო პროექტი – ტექსტილის ქარხანაა, რომლის  ექსპლუატაციაში ჩაშვება 2022 წელსაა დაგეგმილი.

ასევე აქვე,ერთ ჰექტარზე, განთავსდება სპილენძის კონცენტრატის ტერმინალი, რომელიც რეგიონის ფარგლებში,ექსპორტისა და რე-ექსპორტისთვის, ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრი იქნება. 

ასევე წარმოებს  მოლაპარაკებები  ლუბრიკანტებისა და სამაცივრე ვაგონების მწარმოებელ კომპანიებთან.

უკვე დაასრულა გარემოზე ზემოქმედების შეფასების  ერთ-ერთი ახალი  პროექტი, რომელიც თიზ-ში კალცინირებული ნავთობის კოქსის წარმოებას გეგმავს.

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ( თიზი ) 2009 წელს, ფოთში, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორიაზე (300 ჰა), 99 წლის ვადით შეიქმნა.დღეს შპს „ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას“ ჰყავს სამი მესაკუთრე და ესენია: საქართველოს მთავრობა – 10 %, არაბული კომპანია „რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანო“ (სახელმწიფო ორგანო) – 15% და ჩინური კომპანია შპს სი ი ეფ სი (ევრო-აზიური) – 75 %.

მსგავსი სტატიები