სიახლე 

,,უახლოესი პერიოდი პროდუქტებზე ფასის კლებას არ უნდა ველოდოთ 08 02 22

,,უახლოესი პერიოდი პროდუქტებზე ფასის კლებას არ უნდა ველოდოთ. უახლოესი სამი თვის განმავლობაში არაფერი არ იქნება“- ასე ეხმაურება დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია ლარის ბოლოდროინდელ გამყარებას.

მისი თქმით, სხვა ბევრ მიზეზებთან ერთად, პროდუქციაზე ფასი ლარის მიმართ დაბალი ნდობის გამოც ვერ დაიწევს. ,,ფასები არ გაიფდება. ამას აქვს ბევრი მიზეზი. პირველი, საერთაშორისო ბაზარზე ფასები მკვეთრად გაზრდილია. ამასთან, მომატებულია კომუნალური ტარიფები, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება არა მხოლოდ წარმოებაზე, ასევე შენახვასა  და სასაწყობე მეურნეობაზე. გაზრდილია ნედლეულზე ფასიც, როგორც ჩვენთან, ასევე საზღვარგარეთ და რაც უმნიშვნელოვანესია საწვავის ფასი უფრო და უფრო იზრდება, აცხადებს ივა ჭყონია

აღსანიშნავია,რომ ექსპერტები და ეკონომისტები ლარის გამყარების მიუხედავად  პროდუქტებზე ფასების ცვლილებას,მითუმეტეს , ფასების ვარდნას  არ განიხილავენ.

მსგავსი სტატიები