სიახლე 

საკარანტინე ვადა შესაძლოა 5 დღემდე შემცირდეს 09 02 22

მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი იზოლაციის ვადის შემცირებაზე მსჯელობს. ინფიცირების შემთხვევების 95% „ომიკრონის“ შტამზე მოდის, რომელიც ძირითადად მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, შესაბამისად, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ იზრდება. პაციენტების უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ოჯახის ექიმები ახორციელებენ.უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ატარონ პირბადე, დაიცვან მოქმედი რეგულაციები და თავი აარიდონ ხალხმრავალ შეკრებებს, ხოლო ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დარჩნენ სახლში.საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ პრემიერის ინიციატივა განმარტა. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, სხვა ქვეყნების გამოცდილებით, უსიმპტომო პირმა პირბადის გამოყენებით აქტივობა შეიძლება მე-5 დღეს ტესტის ჩატარების შემდეგ გააგრძელოს.,,ეს მოდელები სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს, აქცენტი კეთდებაიმ პროფესსიებზე ვისი დროული დაბრუნებაც სამსახურში მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სამედიცინო პერსონალის. ამ კვირის განმავლობაში ამაზე დამატებითი მსჯელობა იქნება და თუკი ექსპერტები მხარს დაუჭერენ იზოლაციის ვადების შემდგომ შემცირებას საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა ამასთან დაკავშირებით განცხადებას გავაკეთებთ ,”- აცხადებს თამარ გაბუნია.

მსგავსი სტატიები