სიახლე 

ფოთის საჭადრაკო სკოლა მუშაობას ონლაინ აგრძელებს 10 02 22

მიმდინარე პანდემიური ვთარებიდან გამომდინარე, ფოთის საჭადრაკო სკოლა მუშაობას  ჰიბრიდულ რეჟიმში, როგორც დასწრებით ფორმატში, ისე ონლაინ  აგრძელებს.

10 თებერვლიდან, დამწყები მოჭადრაკეებისთვის  ონლაინ გაკვეთილები Zoom-ის  პლატფორმის საშუალებით გაიმართება , მოსწავლეები  მარტივ შამათებს, ტაქტიკურ ხერხებს და მინიატურული პარტიების გარჩევას დაეუფლებიან.ცნობილია,რომ გაკვეთილებს ჩაატარებს საჭადრაკო კლუბის მწვრთნელი, საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი, სხვადასხვა საერთაშორისო და რესპუბლიკური ტურნირების გამარჯვებული – ადა ქაქუთია.

ხოლო საშეჯიბრებო ჯგუფის მოსწავლეებს გაკვეთილებს, საჭადრაკო კლუბის მწვრთნელი, მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი  ნიკა ღვამბერია ჩაუტარებს .

როგორც ფოთის საჭადრაკო კლუბ ,,ნანას’’- ს დირექტორმა დავით კოდუამ ჩენთან ინტერვიუში განაცხადა:  ონლაინ სწავლება ჭადრაკში აპრობირებული ხერხია და მას პანდემიამდეც მიმართვდნენ,რადგან სწავლების ერთ-ერთ სწრაფ საშუალებად  ითვლება.

აღსანიშნავია,რომ  20 თებერვლიდან, დედაქალაქში,   საქართელოს კადეტთა ჩემპიონატი იწყება,რომელშიც ფოთის მოჭადრააკეები აქტიურად ჩაერთვებიან.

ჩემპიონატის პირველი ეტაპი  ონლაინ გაიმართება.

მსგავსი სტატიები