უკრაინელი ხალხის დასახმარებლად განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთი გასაგზავნად ფოთში მზადდება 14 03 22
უკრაინელი ხალხის დასახმარებლად განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთი გასაგზავნად ფოთში მზადდება. დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტში შეგროვებული 60 ტონაზე მეტი ტვირთი გუშინ ფოთის ტერმინალში დასაწყობდა.ტვირთის მობილიზების პროცესში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად , ჩართულია კერძო და სამოქალაქო სექტორი, ამასთან დახარისხებისა და დატვირთვის პროცესში მონაწილეობას, მოხალისეებიც იღებენ. ჰუმანიტარული ტვირთი არამალფუჭებადი პროდუქტის, პირველადი მოხმარების საგნების, სამედიცინო ნივთებისა და მედიკამენტებისგან შედგება. აღსანიშნავია,რომ აღნიშნული ღონისძიება პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით ხორციელდება