სიახლე 

ნაციონალური მოძრაობის ბრიფინგს,ფოთის მერია გამოეხმაურა 24 03 2022

ფოთში, ,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრებმა ბრიფინგი მოაწყვეს,რომლის მთავარი თემა, 2019 -2020 წლების, აუდიტის შედეგების მიხედვით მიღებული დასკვნა იყო.პარტიის წევრების განცხადებით, ანგარიშში ასახულია სხვადასხვა სახის ნაკლოვანებები, კერძოდ, ფინანსური რესურსების მართვაში,როგორიცაა:საწვავის არაეფექტური ხარჯვა. მათივე მტკიცებით, ანგარიშში ნათქვამია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები ფოთში ხარვეზით გახორციელდა, თანხების დიდი ნაწილი კი აუთვისებელი დარჩა. ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები საკრებულოსგან დროებითი სამუშაო ჯგუფის შეიქმნას ითხოვენ. აღნიშნულს ფოთის მერია გამოეხმაურა: ფოთიის მერიის განცხადება-ჩვენ შესწავლილი გვაქვს აღნიშნული დასკვნა და მის საფუძველზე გამოცხადებული გვაქვს რეორგანიზიაცია. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტს რაზეც აუდიტის დასკვნაშია საუბარი დავა სასამართლოში მიმდინარეობს და დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება რეკომენდაციები ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და ტენდერების კუთხით, მოხდება სამსახურების გაძლიერება. რაც შეეხება აიპებს ამ მიმართულებითაც რეორგანიზაცია დაწყებულია და ფუნქციურად მაქსიმალურად დაიტვირთება ყველა სამსახური და აიპი, რათა მოხდეს მაქსიმალური ათვისება რესურსების და მათი ჩართვა მუნიციპალიტეტის საქმიანობის საკეთილდღეოდ.ნათქვმია განცხადებაში

მსგავსი სტატიები