სიახლე 

თვითმმართველობა უკრაინის ომში 28 03 22

24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვის დროით დილის 5:30 საათზე უკრაინაში “სპეციალური ოპერაციის” დაწყების შესახებ განაცხადა. მიზეზად ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტი ლიდერების “დახმარების თხოვნა” დაასახელა.

პუტინმა უკრაინელ სამხედროებს იარაღის დადების მოწოდებით მიმართა. მისი გამოსვლის პარალელურად უკრაინის ქალაქების დაბომბვა დაიწყო.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთელ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. მან დაადასტურა, რომ რუსეთმა უკრაინის სამხედრო და სასაზღვრო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები განახორციელა.

ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, რომ შევაჯამოთ სიტუაცია,ვნახავთ,საკმაოდ დიდი იყო  თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობა, განსაკუთრებით მერების.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრი კულებას განცხადებით, რუსებმა ხერსონის ოლქის საპორტო ქალაქ სკადოვსკის მერი ალექსანდრე იაკოვლევი და მისი მოადგილე იური პალიუხი გაიტაცეს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ​ბუჩაში რუსმა ოკუპანტებმა საკრებულოს თანამშრომლები და მოხალისეები გაიტაცეს. სამხედროებმა საკრებულოს შენობაც დაარბიეს. 

მოგვიანებით ბუჩას საკრებულომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბუჩაში მძევლად აყვანილი საკრებულოს თანამშრომლები და მოხალისეები ოკუპანტებმა გაათავისუფლეს და ისინი უკვე ოჯახებს დაუბრუნდნენ.

11 მარტს უკრაინის პრეზიდენტის ადმინიტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მელიტოპოლის მერი რუსებმა გაიტაცეს.უკრაინის ქალაქ მელიტოპოლში ათასობით ადამიანი რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მერის, ივან ფედოროვის დაბრუნებას  ითხოვდა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 12 მარტს ამბობდა, რომ ფედოროვს აწამებდნენ და მისგან რუსეთის მხარდამჭერი ვიდეომიმართვის ჩაწერას აიძულებდნენ. 

5 დღის შემდეგ მერი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია,  ზელენსკის  შტაბის უფროსმა ანდრეი ერმაკმა გაავრცელა, მაგრამ არ გააზიარა დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ გათავისუფლდა ივან ფედოროვი.

შემდეგ სათვალთვალო  კამერამ აჩვენა, რომ ფედოროვი მერიის გარეთ გავიდა, როგორც ჩანს, რუსი ჯარისკაცებით გარშემორტყმული

მოგვიანებით, ოკუპანტებმა დნეპრორუდნის მერი ევგენი მატვეევი გაიტაცეს, „დღეს რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა გაიტაცეს კიდევ ერთი დემოკრატიულად არჩეული უკრაინელი მერი, დნეპრორუდნოეს ხელმძღვანელი, იევჰენ მატვეიევი. ნულოვანი ადგილობრივი მხარდაჭერის მიღებით, დამპყრობლები ტერორს მიმართავენ. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციას, შეაჩერონ რუსული ტერორი უკრაინისა და დემოკრატიის წინააღმდეგ“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ.

მოგვიანებით დაჭრეს ბუჩას მერი ანატოლი ფედორუკი, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა, რომ ბუჩას მერი, ანატოლი ფედორუკი რუსმა დამპყრობლებმა დაჭრეს.

ამის შესახებ მან საინფორმაციო მარათონის ეთერში განაცხადა,

დენისენკომ დასძინა, რომ ინფორმაციის გადამოწმება ამ წუთებში მიმდინარეობს.

„წინასწარ მონაცემებს ვამოწმებთ, რომ ბუჩის მერი დაშავდა“, – განაცხადა მან.

სახალხო დეპუტატმა ალექსანდრე დუბინსკიმ პირველმა გამოაცხადა ბუჩას მერის დაჭრის შესახებ თავის Telegram არხზე. ის ირწმუნებოდა, რომ ფედორუკი დაჭრეს კადიროველებმა. 

რუსმა სამხედროებმა, უკრაინის ქალაქ გოსტომელის მერი იური პრილიპკო მაშინ დაცხრილეს, როდესაც ის პურსა და წამლებს ურიგებდა  ქალაქის მოსახლეობას. ორი დამხმარე რუსლანომ კარპენკომი და ივან ზორია ასევე დაიღუპნენ სროლის შედეგად.  ინფორმაცია გოსტომელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციამ Facebook-ზე გაავრცელა. 

ადგილზე რჩება და მშვიდობიან  მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს, დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო.

მსგავსი სტატიები