ფოთის საჭადრაკო კლუბ ,,ნანა ‘’- ში ოთარ ხომერიკის სახელობის ტურნირი მიმდინარეობს 28 03 22
26-30 მარტს, ფოთის საჭადრაკო კლუბ ,,ნანა ‘’- ში, ფოთის სპორტკომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მწვრთნელის, ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი XIX საქალაქო ტურნირები ჭადრაკში დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ტურნირები ღია, ელვისებურ ჭადრაკში, ცხრა და შვიდი წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის იმართება,მასში სულ 50 მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. ცნობისათვის,საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები მედლებით სიგელებით და თასებით დაჯილდოვდებიან.