ფოთის მე-4 საჯარო სკოლაში, გამწვანების აქცია გაიმართა 28 03 22
დღეს, “დაზოგე წყალი, გაუფრთხილდი გარემოს’’კვირეულის ფარგლებში, ფოთის მე-4 საჯარო სკოლის, ეკო-კლუბ ,,ერუდიტი’’-ს თაოსნოობითა და კოლხეთის ეროვნული პარკის მხარდაჭერით, სკოლის ,,ნიკო კეცხოველის ბაღში’’ ხუთი ძირი კოლხური მუხა, ხუთი ძირი დაფნა და რამდენიმე ვარდის ნერგი დაირგო.
აღსანიშნავია რომ სკოლის პერიმეტრის დაბარვა-დასუფთვებაში ეკო-კლუბელებს მე-12 , მე-11 მე-9 და მე-4-ბ. კლასი შეუერთდნენ.
ცნობისათვის, ეკო -კლუბის შექმნის მიზანს, გარემოსდაცვით საკითხზებზე მუშაობა და საცხოვრებლად , ჯანსაღი გარემოს შექმნა წაროადგენს.