სიახლე 

ფოთის ცენტრალური საავადმყოფო ბომონდი1 აპრილიდან მუშაობას მრავალპროფილური განხრით განაახლებს 30 03 22

,,ფოთის ცენტრალური საავადმყოფო ბომონდი” პირველი აპრილიდან, მუშაობას მრავალპროფილური განხრით განაახლებს. კლინიკა ბომონდში, ფუნქციონირებას დაიწყებს: გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი-ემერჯენს განყოფილება, ქირურგიული დეპარტამენტი და თერაპიული სტაციონარი. ადგილზე ხელმისაწვდომი იქნება, 24 საათიანი ამბულატორიული და ქირურგიული მომსახურეობების მიღება.როგორც კლინიკის მენეჯერი მამია ყიფიანი აცხადებს: კოვიდის პარალელურად,,ბომონდში’’ დიალიზისა და სამეანო გინეკოლოგიური განყოფილებები სრული დატვირთვით ფუნქციონირებდნენ . კლინიკა მზადაა, სრული სამედიცინო სერვისით უზრუნველყოს ,როგორც ქალაქში ისე რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის, კვალიფიციური და ხარისხიანი მომსახურეობა.აღსანიშნავია,რომ ფოთის ცენტრალური საავადმყოფო-ბომონდი-ში მუშაობა დაიწყო ონკომამოლოგის კაბინეტმა, რომელსაც უკრაინიდან მოწვეული სპეციალისტი, კატერინა პერეპელიცა ხელმძღვანელობს, როგორც ის აცხადებს კლინიკა აღჭურვილია უახლესი აპარატურით,რომელიც აუცილებელია მკერდის კიბოს დადგენისთვის, აქვეა შესაძლებელი პლასტიკური, აღდგენითი ქირურგიის ჩატარება.ცნობისათვის, ,,ფოთის ცენტრალური საავადმყოფო ბომონდში’’ პაციენტების ხარისხიან მომსახურეობას, დედაქალაქიდან და ქუთაისიდან ჩამოსული, წამყვანი,კვალიფიციური მედ-პერსონალი უზრუნველყოფს.

მსგავსი სტატიები