სიახლე 

ადგლობრივი თვითმმართველობის წევრებმა, ევექსის ჰოსპიტლის ექიმებს, დღევანდელი დღე მიულოცეს 30 03 22

დღეს ექიმების საერთაშორისო დღეა, რომლის დაარსების ინიციატორები  ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაცია და საერთაშორისო სამედიცინო, ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ექიმები საზღვრების გარეშე“ არიან.

აღნიშნული დღის მისალოცად, ფოთის ევექსის ჰოსპიტალში, ადგლობრივი თვითმმართველობის წევრები იმყოფებოდნენ, მათ ექიმებს პროფესიული დღე მიულოცეს და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს.

,,ფოთის ევექსის ჰოსპიტალი’’-ს დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით: ჰოსპიტალს ახალი სერვისი, ემერჯენსის 24 საათიანი გადაუდებელი  დეპარტამენტი დაემატა, რომელშიც განთავსებული იქნება პედიატრიული გადაუდებელი დახმარების განყოფილებაც. ემერჯენსის დეპარტამენტს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,ნინო ჭანტურია უხელმძღვანელებს.

აღსანიშნავია რომ ,,ფოთის ევექსის ჰოსპიტალი’’ აღჭურვილია უახლესი აპარატურით,ამასთან  განახლებულია კლინიკის შიდა ინფრასტრუქტურა.

მსგავსი სტატიები