ფოთში, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 01 04 2022
ფოთის ფოლკლორის ცენტრში, საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საღამოს რომელსაც, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლებიც ესწრებოდნენ, წინ ფოტოკოლაჟი და ვიდეო მასალა უძღოდა.
მაყურებელმა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ლექსები მოისმინა.სამეგრელო -ზემო სვანეთის რწმუნებულის აპარატის უფროსმა ლაშა გვასალიამ საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი მამულიშვილის, პირველი პრეზიდენტის მოღვაწეობის შესახებ და ეროვნულ -გამათავისუფლებელ მოძრაობაზე ისაუბრა.
აღსანიშნავია,რომ ღონისძიება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ფოლკლორის ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.