სიახლე 

ფოთის ცენტრალურ პარკში ,,ჩარეტის ფესტივალი” გაიმართა 04 04 22

ფოთის ,,კულტურის სტრატეგიის” მომზადების ფარგლებში, ცენტრალურ პარკში ,,ჩარეტის ფესტივალი” გაიმართა, რომელშიც ფოთში არსებული არასამთავრობო, საჯარო და კერძო ორგანიზაციები , ადგილობრივი პროფესიული ორგანიზაციები და კულტურული ასოციაციები მონაწილეობდნენ.ფესტივალი, პირველად ჩატარდა და მისი მიზანია ,ფოთის როგორც საფესტივალო ქალაქის წარმოჩენა .აღსანიშნავია რომ კულტურის სტრატეგიის შექმნის პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, რომელსაც გოეთეს ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი ახორციელებს. პროექტის პარტნიორები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი და სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო არიან.

მსგავსი სტატიები