სიახლე 

ფოთში ,,ნეიროგანვითარების ცენტრი” გაიხსნა 04 04 22

ფოთში, ნეიროგანვითარების ცენტრი გაიხსნა, რომელიც კლინიკა ,,ლაზიკამედის’’ ბაზაზე ფუნქციონირებს. ცენტრში შესაძლებელია რამდენიმე ტიპის მომსახურების მიღება: ნეიროფსიქოლოგის კონსულტაცია, მეტყველების თერაპია, ქცევითი თერაპია და ფიზიკური თერაპია. დაწესებულება, განვითარების სხვადასხვა დარღვევის (ფიზიკური, გონებრივი, ქცევითი) მქონე პაციენტების მკურნალობაზეა ორიენტირებული. აღსანისნავია,რომ ფოთში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა დაფინანსების პროგრამის ბიუჯეტი იზრდება,კერძოდ,სპეციალური პროგრამით მოსარგებლე 41 ბავშვს, თვეში 12 თერაპიული სეანსი დაუფინანსდება.

მსგავსი სტატიები