სიახლე 

შტორმმა ფოთში სანაპირო ზოლი დააზიანა 13 04 22

საქართველოში უამინდობა გრძელდება, შავ ზღვაზე დაფიქსირებულმა ძლიერმა შტორმმა პრობლემები შექმნა ფოთში, კუნძულის უბნის სანაპირო ზოლზე, დაზიანებულია სანაპიროს ინფრასტრუქტურა და საფეხმავლო გზა,რომელიც ქვა-ღორღით დაიფარა . ზღვის ტალღებმა სასეირნო ბილიკებსა და სანაპიროს სხვა მონაკვეთებზე ქვიშა და ნაგავი ამოიტანა.სინოპტიკოსების ცნობით ზღვის ღელვა 4-5 ბალი იქნება.გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, უამინდობა კვლავ გაგრძელდება, 14-16 აპრილს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება: დასავლეთ საქართველოს დაბლობში ტემპერატურა 0, -1, გრადუსამდე დაეცემა, რამაც შესაძლებელია ხეხილოვანი კულტურების ყვავილების დაზიანება გამოიწვიოს.

მსგავსი სტატიები