დედაენის კვირეულის ფარგლებში,ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შეხვედრა გაიმართა 18 04 2022
ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში , დედაენის კვირეულის ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა,რომლის ფარგლებში გამომცემლობა ,, ინტელექტი“-ის და ,,არტანუჯი“-ს წიგნების გამოფენა გაყიდვა მოეწყო,ამასთან შეხვედრა ჩატარდა საქართველოში ცნობილ ახალგაზრდა მწერლებთან და პოეტებთან,- შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.გაიმართა დისკუსია წიგნის ზეგავლენასა და მნიშვნელობაზე ადამიანის ცხოვრებაში. ღონისძიებას ფოთის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. ცნობისათვის,დედაენის კვირეულის ფარგლებში გამართული ღონისძიებები,ფოთის მუნიუციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.