გახდება თუ არა გიორგი მარგველაშვილი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე? 26 04 22

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება. არსებული ინფორმაციით, მეოთხე პრეზიდენტმა შეთავაზება წინამორბედისგან, მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო და ამ საკითხზე პარტიაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. აღნიშნული საკითხის გადამოწმების მიზნით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს დარეჯან ცხვიტარიას დავუკავშირდით. მან გავრცელებულ ინფორმაციას ჭორი უწოდა და აღნიშნა რომ ამ საკითზე საუბარი არასოდეს ყოფილა. ცნობისათვის, დაახლოებით 2 კვირის უკან, გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა.

მსგავსი სტატიები