აქცია ფოთის მერიასთან 26 04 22

ფოთში, მერიასთან ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები შეიკრიბნენ. ისინი უკვე წლებია პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ და ხელისუფლების მხრიდან დახმარებას ითხოვენ. მათი განცხადებით ჯანმრთელობისთვის საზიანო ტვირთების დამუშავება, პორტის ტერიტორიაზე ღია წესით ხდება. რის გამოც მოსახლეობას , მათ შორის ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ. ინტერვიუ აქციის მონაწილეები კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები 100-მდე ოჯახი ჯანმრთელობისათვის საშიში ზონიდან გასახლებას და ადეკვატურ კომპენსაციას მოითხოვს. მათ ხელისუფლებას მოთხოვნები დღეს კიდევ ერთხელ გააცნეს და მოსაგვარებლად კონკრეტული ვადა განუსაზღვრეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მიმდინარეობდა მუშაობა პროექტზე, რომელიც მოსახლეობისათვის ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფას გულისხმობდა, თუმცა დღეს მოსახლეობამ სხვა პირობა წამოაყენა და კომპენსაცია მოითხოვა. ფოთის მერის ინფორმაციით, აღნიშნულ პირობას ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცემენ, რათა მისი მოგვარება მუნიციპლიტეტის ძალებს აღემატება.

მსგავსი სტატიები