აქტივისტ ანა იოსავას თანხის გამოძალვაში ადანაშაულებენ 27 04 22

სოციალურ ქსელში,მოქალაქე არჩი ცაგურიშვილი ფოთელ აქტივისტს ანა იოსავას თანხების მითვისებაში ადანაშაულებს,მისი განცხადებით: ანა იოსავა ქველმოქმედების მიზნით ემიგრანტებს თანხების ჩარიცხვას თხოვს . ის ასევე ,,ფოთის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საქალაქო თავმჯდომარეს დარეჯან ცხვიტარიას ახსენებს. აღნიშნული საკითხის გასარკვევად ჩვენ იოსავას დავუკავშირდით,მისი თქმით: ბრალდებები უსაფუძვლოა. როგორც ის აცხადებს, არანაირი ბარათი არ გააჩნია და არც არასოდეს უთხოვია ემიგრანტებისთვის თანხის ჩარიცხვა ქველმოქმედებისთბის. ჩვენ ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს დარეჯან ცხვიტარიას დავუკავშირდით,მისი განცხადებით ანა იოსავასთან და კონკრეტულად ამ საკითხთან არანაირი კავშირი არ აქვს. გავრცელებულ ინფორმაციას კი სიცრუეს უწოდებს. აღსანიშნავია ,რომ რამდენიმე უკან,ფოთში ალტ- ინფოს ოფისთან ანა იოსავამ აქცია გამართა. კონკრეტულ ბრალდებას ის სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს და სასამარლო დავის დაწყებას გეგმავს.

მსგავსი სტატიები