დევნილი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს 27 04 22

ფოთში,მალთაყვის სპორტ კომპლექსში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახები დახმარებას ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, შენობა ავარიულია და იცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევთ,მათ ფოთის მერიას ალტერნატიული ფართის მოთხოვნით მიმართეს, შეუსულებლობის შემთხვევაში კი პერმამენტულ აქციებს აანონსებენ. როგორც დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახები აცხადებენ,მერიამ მათ საცხოვრებელი ფართი,ქირით,ექვსი თვის ვადით,შესთავაზა,რაც ოჯახებისთვის არახელსაყრელია. ინტერვიუ ისინი აღნიშნული საკითხის გარკვევის მიზნით ჩვენ ფოთის მერიას მივმართეთ, როგორც მათ განაცხადეს, პრობლემა კარგადაა ცნობილი და შენობის ავარიული მდგომარეობის გამო უსაფრთხოების მიზნით მათი დროებით ქირით დაკმაყოფილება იგეგმება, რის შემდეგაც ალტერნატიული ფართის მოძიება მოხდება. მერიის კადრები. აღსანიშნავია რომ ამ დროისთვის სპორტ კომპლექსში 19 ოჯახი,გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.

მსგავსი სტატიები