პირველკლასელთა რეგისტრაცია 27 აპრილიდან 10 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება 28 04 22
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, 2022-2023 სასწავლო წლისათვის, პირველ კლასში მოსწავლეთა რეგისტრაციის ვადები დამტკიცდა.
ფოთის საგანმამათლებლო რესურსს ცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას განცხადებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პირველ კლასში მოსწავლეთა რეგისტრაციის ვადად 2022 წლის 27 აპრილიდან 2022 წლის 10 ივლისის ჩათვლით პერიოდი განისაზრვრა .
ცნობილია, რომ სასკოლო ასაკის შესახებ განხორციელებული ცვლილების შემდეგ, დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი განისაზღვრა 5 წლით. ამ ცვლილებით უკვე წელს 2 500 პირი ისარგებლებს.