სიახლე 

საქართველოში სეზონურმა ვირუსებმა იმატა 28 04 22

საქართველოს მასშტაბით კორონა ვირუსის შემთხვევებმა მკვეთრად იკლო, ბოლო 24 საათში ავირუსის 132 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა კორონავირუსისგან განსხვავებით, იმატა სეზონურმა ვირუსებმა,რომლებსაც კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: სურდო,ხველა, ყელის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა ახასიათებს.

 ექიმ- ეპიდემიოლოგის,  ნინო ჭანტურიას განცხადებით, ფოთში სეზონური ვირუსის შემთხვევები მრავლად გვხვდება და  ზუსტად იგივე სიმპტომებით ვლინდება როგორც კორონავირუსი,მაგრამ მიმდინარეობა შედარებით უფრო მსუბუქია.

აღსანიშნავია რომ ფოთის კლინიკებსა და სტაციონარებს ყოველ დღიურად 50-მდე პაციენტი სეზონური ვირუსებისათვის დამახასიათებელი სიმპტომებით მიმართავს.

მსგავსი სტატიები