ფოთში პრემია “ფაზისის” დაჯილდოება, გაიმართა 02 05 22
1 მაისს, კვირაცხოვლობას, ქალაქ ფოთის ბრწყინვალე აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძრის სამრევლო დარბაზში, ქალაქისა და ტაძრის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიების ფარგლებში, პრემია “ფაზისის” დაჯილდოება, გაიმართა. პრემია ,,ფაზისი“ შემდეგ ნომინაციებში: ლიტერატურა და ქალაქ ფოთის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გაიცემა. დაჯილდოება ლიტერატურული პრემიის თანაორგანიზატორმა, ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი ფარეშიშვილმა გახსნა. საზოგადოებას ნომინანტები საკონკურსო ჟიურის თავმჯდომარე მანანა ჩიტიშვილმა წარუდგინა. პირველი პრემია პროფესორ მურად მთვარელიძეს წიგნისათვის “კაცი ხასიათისა-დიმიტრი ყიფიანი” გადაეცა მეორე პრემია ბექა ქურხულს, წიგნისათვის “თვალდაკარგული ყივჩაღის ჩანაწერები ანუ დეშთი-ყიფჩაღი”; ასევე მეორე პრემია გადაეცა: თეონა დოლენჯაშვილს წიგნისათვის “ჩიტი არ გამოფრინდება” „პრემია ფაზისის“ ლაურეატები დიპლომით, სხვადასხვა პრიზებითა და ფულადი პრემიებით დაჯილდოვდნენ