მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 77 წელი გავიდა 09 05 22

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 77 წელი გავიდა. ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა დიდების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ 21 პირს, ფულადი წახალისების სახით 300 ლარი გადაეცემა. ამასთა საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ. ვნობისათვის, მეორე მსოფლიო ომს 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ომში 11 ათასი ფოთელი იბრძოდა და აქედან 2000 მონაწილე შინ არ დაბრუნებულა.

მსგავსი სტატიები