“ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის” ფარგლებში დაფინანსებულ ბიზნესებს ტრენინგი ჩაუტარდათ 09 05 22

ფოთის საზღვაო საწვრთნელ ცენტრში პროგრამის “ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის” ფარგლებში დაფინანსებულ ბიზნესებს ტრენინგი თემაზე: “პროდუქტის და მომსახურების თვითღირებულების დადგენა” ჩაუტარდათ . ორგანიატორთა განცხადებით პროგრამის ფარგლებში 2 წლის განმავლობაში კიდევ არაერთი ტრენინგი და ინდივიდუალური კონსულტაცია იგეგმება . აღნიშნული აქტივობების მიზანია დაფინანსებული ბიზნესების ცნობიერების ამაღლება საჭირო ინფორმაციის მიწოდებითა და პრაქტიკული მაგალითების გამხილვის გზითშეგახსენებთ, რომ პროგრამა APMTERMINALS4POTI დაფინანსებულია ეიპიემ ტერმინალს ფოთი ფოთის საზღვაო ნავსადგურის მიერ და მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობას

მსგავსი სტატიები