სასკოლო ექსკურსიების წესები მკაცრდება 11 05 22

სასკოლო ექსკურსიების წესები მკაცრდება. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ექსკურსიის ორგანიზატორი მგზავრობისას და ექსკურსიის ადგილზე მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იქნება პასუხისმგებელი. ” ის გამოითხოვს და სკოლის დირექტორს ექსკურსიამდე არანაკლებ 10 დღით ადრე წარუდგენს ტრანსპორტის გამართულობის დამადასტურებელ დოკუმენტს, მძღოლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისი კატეგორიის ავტომანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ასლს, ასევე ცვლილებებით აიკრძალა ექსკურსიაზე ერთ დღეზე მეტი ხნით, ღამისთევით დარჩენა. ასევე, იზღუდება სკოლიდან 150 კმ-ზე მეტ მანძილზე წასვლა. ახალი წესების მიხედვით, არასრულწლოვნები არ უნდა მოხვდნენ მდინარის, წყალსაცავებისა, მეწყერსაშიში და დაუცველი ტერიტორიების სიახლოვეს. განათლების სამინისტროში ამბობენ იმასაც, რომ ორგანიზატორი ვალდებული იქნება მოსწავლეს, მის წარმომადგენელსა და სხვა პირებს ექსკურსიის თარიღზე, ლოკაციასა და დაგეგმილ აქტივობებზე მიაწოდოს ინფორმაცია. ფოთის საგანმანათლებლო რესურსს-ცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას განცხადებით სკოლის დირექტორს დოკუმენტების განხილვის შემდეგ პერსონალური პასუხისმგებლობით ექსკურსიაზე დათანხმების ან უარის თქმა შეუძლია.

მსგავსი სტატიები